Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის რექტორთა 112-ე კონფერენცია: სტუდენტთა მხარდაჭერის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ახალი ინიციატივები

საბერძნეთის რექტორთა 112-ე კონფერენცია: სტუდენტთა მხარდაჭერის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ახალი ინიციატივები

გასულ კვირაში კუნძულ სამოსზე საბერძნეთის საჯარო უნივერსიტეტების რექტორთა 112-ე კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემები სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის გაძლიერება, უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის განვითარება, უსაფრთხოების გაუმჯობესება, უმაღლესი განათლების სფეროში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები და გენდერული თანასწორობა იყო.

რექტორებმა მოითხოვეს სტუდენტებისთვის საცხოვრებელი დახმარების გაზრდა, კვების დაფინანსების გაუმჯობესება, სტუდენტური საცხოვრებლების განვითარება და პრაქტიკული სწავლების დაფინანსების გაზრდა. ასევე, ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტების შენობების განახლებასა და უსაფრთხოების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, გაძლიერებაზე.

კონფერენციამ მოითხოვა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა აკადემიური პერსონალის არჩევისა და მუდმივ პოზიციაზე დანიშვნის პროცედურები უფრო ეფექტიანი გახდეს. ერთ-ერთი მთავარი წინადადებაა ლექტორის აკადემიური საფეხურის აღდგენა, რაც ახალგაზრდა მეცნიერებისთვის უნივერსიტეტში კარიერის დაწყებას გაამარტივებს.

გენდერული თანასწორობის მიმართულებით გადაწყდა, რომ ყველა უნივერსიტეტში შეიქმნას თანასწორობის ობსერვატორია, რომელიც ქალებისა და მამაკაცების წარმომადგენლობას სხვადასხვა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პოზიციაზე შეაფასებს.

კონფერენციის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს ათენის ეროვნული კაპოდისტრიას უნივერსიტეტის რექტორი, კარდიოლოგიის პროფესორი ღერასიმოს სიასოსი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *