Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რა თანხებთან არის დაკავშირებული სტუდენტებისთვის ათენში სწავლა

რა თანხებთან არის დაკავშირებული სტუდენტებისთვის ათენში სწავლა

ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ და უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტთა სიების გამოქვეყნების პარალელურად, ათასობით აბიტურიენტი და მათი ოჯახი საცხოვრებლის ძებნას იწყებს. თუმცა, წლევანდელ ყველაზე დიდი გამოწვევად კვლავ ბინის მაღალი ქირა რჩება, განსაკუთრებით მცირე ზომის სტუდიოებისა და ერთოთახიანი ბინების შემთხვევაში.

უძრავი ქონების პლატფორმა Χρυσή Ευκαιρία-ს მონაცემებით, პატარა ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო მათი რაოდენობა შეზღუდულია. ამაზე გავლენა იქონია მოკლევადიანი გაქირავების ზრდამ, ენერგორესურსების გაძვირებამ და სოციალურ-დემოგრაფიულმა ცვლილებებმა. ამჟამად ათენში გასაქირავებელი ბინებიდან მხოლოდ ყოველი მეხუთეა 55 კვადრატულ მეტრამდე.

2026 წლის მონაცემებით, სტუდენტური ბინების საშუალო ქირა უბნების მიხედვით ასეთია:

  • ათენის ცენტრი – 35 კვ.მ სტუდიოს საშუალო ქირა 440 ევროა, ხოლო 50 კვ.მ ოროთახიანი ბინის – 630 ევრო.
  • ზოღრაფუ – სტუდიო 420 ევრო, ოროთახიანი ბინა 590 ევრო.
  • კალითეა – სტუდიო 400 ევრო, ოროთახიანი ბინა 570 ევრო.
  • ეღალეო – სტუდიო 380 ევრო, ოროთახიანი ბინა 540 ევრო.
  • პირეა – სტუდიო 400 ევრო, ოროთახიანი ბინა 570 ევრო.

ბინის ქირის ღირებულება ათენის ცენტრში საგრძნობლად გაიზარდა, უფრო კონკრეტულად კი ქირა 2025 წელთან შედარებით 7,3%-ით გაიზარდა.

მომატებული ფასების, ბინების სიმცირისა და განსაკუთრებული სტრესის გამო, რომელსაც აბიტურიენტები გადიან შედეგების მოლოდინში, Χρυσή Ευκαιρία-მ და კომპანია Units-მა სტუდენტების წახალისება გადაწყვიტეს. კომპანიები აცხადებენ კონკურსს, რომელში გამარჯვებულ სტუდენტსაც განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობენ. კონკურსის გამარჯვებული ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ იცხოვრებს სრულად აღჭურვილ ბინაში კესარიანში, სადაც გადახდილი იქნება როგორც ქირა, ისე კომუნალური გადასახადები და საერთო ხარჯები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 17-26 წლის ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წელს ათენში მდებარე უმაღლეს სასწავლებელში ისწავლიან. განაცხადების მიღება 30 ივლისამდე გაგრძელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *