Latest news
საბერძნეთი: ახალი მატარებლები და რკინიგზის სადგურების გათანამედროვების გეგმა მჯეროდა რომ გაუფრთხილებლად წავიდა სადღაც - აცხადებს ჩინელი თარჯიმნის მეუღლე პატრა: დებმა ერთსა და იმავე დღეს იმშობიარეს საბერძნეთი: უნივერსიტეტებში სარეგისტრაციო პლატფორმა გაიხსნა მთავარ გზებზე 388 ახალი კამერა დამონტაჟდა  ძლიერი სიცხის ტალღა დასავლეთ ევროპაში - ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს რა თანხებთან არის დაკავშირებული სტუდენტებისთვის ათენში სწავლა სალონიკი: 41 წლის ქალი სუპერ მარკეტიდან პროდუქტის ქურდობისთვის დააკავეს სპეციალისტები ქარის ტურბინებისა და ხანძრის ურთიერთკავშირს გამორიცხავენ საბერძნეთი: მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი
სამშაბათი, ივლისი 7, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ძლიერი სიცხის ტალღა დასავლეთ ევროპაში – ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს

ძლიერი სიცხის ტალღა დასავლეთ ევროპაში – ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს

დასავლეთ ევროპას კიდევ ერთი ძლიერი სიცხის ტალღა გადაუვლის, თუმცა მეტეოროლოგების შეფასებით, საბერძნეთი ჯერჯერობით კლასიკურ სიცხის ტალღას (კავსონას) გადაურჩება. ამის მიზეზი ეგეოსის ზღვაში ძლიერი ჩრდილოეთის ქარებია, რომლებიც ჰაერის მასების გადახურებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

მეტეოროლოგ ღიორღოს ცატრაფილიასის პროგნოზით, კვირის ბოლოს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა ძლიერი ქარები უკიდურესი სიცხის გავრცელების შესაძლებლობას შეამცირებს.

რაც შეეხება 7 ივლისს, სამშაბათს, ქვეყნის მასშტაბით უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. შუადღის შემდეგ კონტინენტურ ნაწილში ღრუბლიანობა მოიმატებს და მაკედონიის, თრაკის, ცენტრალური საბერძნეთისა და პელოპონისის მთიან რაიონებში ხანმოკლე, ადგილობრივი წვიმასაც გამოიწვევს.

დღის მაქსიმალური ტემპერატურა კონტინენტურ საბერძნეთში, კრეტასა და დოდეკანისას კუნძულებზე 34–35 გრადუსს მიაღწევს, ხოლო კვირის ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 39 გრადუსამდეც მოიმატებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *