თრიასიო: 50 რომამ ჩაამსხვრია საავადმყოფოს ფანჯრები და თავს დაესხა ექიმებს მათი ნათესავის ტომოგრაფიის გადაღების დაგვიანების გამო
თრიასიო: 50 რომამ ჩაამსხვრია საავადმყოფოს ფანჯრები და თავს დაესხა ექიმებს მათი ნათესავის ტომოგრაფიის გადაღების დაგვიანების გამო
სამშაბათს, 7 ივლისს ელევსინაში თრიასიოს საავადმყოფოში თავს დაესხნენ ექიმებს და მატერიალური ზიანი მიაყენეს საავადმყოფოს შენობას.
თავდამსხმელები რომას თემის წარმომადგენლები არიან, რომელთა განრისხებაც მათი ნათესავისთვის დაგვიანებული ტომოგრაფია გახდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათი ნათესავის ნაცვლად ტომოგრაფიაზე სხვა პაციენტი შეიყვანეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ექიმებმა უფრო კრიტიკულად ჩათვალეს.
მიუხედავად მორიგე ექიმების მცდელობისა აეხსნათ შეყოვნების მიზეზი მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს საავადმოფოს შენობას, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და თავს დაესხნენ სამედიცინო პერსონალს.
გამომდინარე იქიდან რომ შემთხვევის ადგილზე 50 ადამიანი მაინც იმყოფებოდა სიტუაცია კონტროლიდან მალევე გამოვიდა და საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა. საავადმყოფოში პოლიციის მისვლისთანავე უმეტესობა თავდამსხმელების ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავმა ორგანოებმა მხოლოდ ორი პირი დააკავა რომელთა ასაკიც 37 და 38 წელია.
