სალონიკი: თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შედეგად სერბეთის მოქალაქე დაშავდა
სალონიკი: თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შედეგად სერბეთის მოქალაქე დაშავდა
სალონიკიდან მიუნხენისკენ მიმავალ რეისზე ძრავის გაუმართაობის გამო ჩამსხვრეული ფანჯარა ერთ-ერთი მგზავრის დაშავების მიზეზი გახდა.
61 წლის სერბეთის მოქალაქეს თვითმფრინავის სალონში წნევის ვარდნის შედეგად წარმოქმნილმა ჰაერის ნაკადმა სახისა და ყელის არეში მძიმე დამწვრობები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცს მეუღლე ხელით იჭერდა, რათა ძლიერი ჰაერის ნაკადი ფანჯრიდან “ექაჩებოდა”.
ძრავის გაუმართაობის გამო ძრავიდან გარკვეული ნაწილები მოწყდა და ფანჯარას მოხვდა, სწორედ ამის შემდეგ ჩაიმსხვრა ფანჯარა. საბედნიეროდ პილოტმა დროულად მოახდინა რეაგირება და თვითმფრინავი ისევ სალონიკის აეროპორტში დასვა.
Facebook Comments Box
