მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება
მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება
ათენში, კერძოდ ექსარხიაზე მეტროს მე-4 ხაზის ახალი სადგურის მშენებლობის გამო, 10 ოქტომბრიდან საგზაო მოძრაობისა და პარკირების შეზღუდვები ამოქმედდა. შეზღუდვები 2031 წლის 10 ოქტომბრამდე, დღე-ღამის განმავლობაში იმოქმედებს.
მოძრაობა შეიზღუდება სამ ქუჩაზე:
- სტურნარის ქუჩა – მონაკვეთზე იკონომუს ქუჩიდან სპირუ ტრიკუპის ქუჩამდე. გზის სავალი ნაწილის თავისუფალი სიგანე დაახლოებით 4 მეტრი იქნება.
- სპირუ ტრიკუპის ქუჩა – სტურნარისა და თეზმოთეოს ქუჩებს შორის მონაკვეთზე, სადაც ასევე დაახლოებით 4 მეტრი დარჩება.
- არახოვის ქუჩა – სტურნარისა და იკონომუს ქუჩებთან გადაკვეთამდე, დაახლოებით 10 მეტრიან მონაკვეთზე. გზის სიგანე მინიმუმ 5,5 მეტრამდე შემცირდება.
სად აიკრძალება გაჩერება და პარკირება?
- სპირუ ტრიკუპის ქუჩაზე ორივე მხარეს, სტურნარის ქუჩიდან სოლომუს ქუჩამდე;
- იკონომუს ქუჩაზე ორივე მხარეს, ტოსიცას ქუჩიდან სტურნარის ქუჩამდე;
- ტოსიცას ქუჩაზე მარცხენა მხარეს, ცამადუს ქუჩიდან იკონომუს ქუჩამდე.
შეზღუდვები 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
სამუშაოების ზონაში სიჩქარის მაქსიმალური დასაშვები ზღვარი საათში 30 კილომეტრია. პოლიცია მძღოლებს მოუწოდებს, დაიცვან საგზაო ნიშნები და განსაკუთრებული სიფრთხილით იმოძრაონ.
ცვლილებები გავლენას მოახდენს ექსარხიას მცხოვრებლების, დასაქმებულებისა და ვიზიტორების ყოველდღიურ გადაადგილებაზე.
Facebook Comments Box
