Latest news
დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება  ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
შაბათი, ოქტომბერი 10, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი

დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი

საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და ღრუბლიანობის მატება. ყველაზე ინტენსიური ნალექი იონიის კუნძულებსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია პროგნოზირებული. ღამის საათებში ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი ჭექა-ქუხილიც.

ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ამინდი ცვალებადი იქნება. მზიანი პერიოდები ადგილობრივ წვიმასა და ხანმოკლე ელჭექს შეენაცვლება, განსაკუთრებით შუადღისა და საღამოს საათებში. ნალექი მოსალოდნელია კრეტაზეც და საბერძნეთის მთიან რეგიონებში.

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა მცირედ დაიკლებს, თუმცა დღისით 25-28 გრადუსი სითბო შენარჩუნდება.

ქვეყნის უმეტეს ნაწილში სამხრეთის ქარი 3-4 ბოფორის სიმძლავრით დაუბერავს, იონიის ზღვაზე კი მისი სიჩქარე ადგილობრივად 6 ბოფორს მიაღწევს. დოდეკანისას კუნძულებზე ჩრდილო-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი.

მეტეოროლოგები დასავლეთ რეგიონების მოსახლეობას ღამის საათებში შესაძლო ძლიერი ნალექის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მძღოლებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ დილისა და საღამოს საათებშიც, რადგან ხილვადობა გაუარესდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *