Latest news
დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება  ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
შაბათი, ოქტომბერი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ასპროპირღოსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული რჩება

ასპროპირღოსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული რჩება

განსაკუთრებით კრიტიკულია 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებმაც სხეულის მძიმე დამწვრობები 9 ივლისს ასპროპირღოსში მდებარე სათადარიგო ნაწილების სახელოსნოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღეს.

პაციენტებს აღენიშნებათ სხეულის მრავალგზის დამწვრობები: 41 წლის კაცს სხეულის 75% აქვს დამწვარი. მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ამ დრომდე პლასტიკური ქირურგისა და დამწვრობებში სპეციალიზებული ექიმების ზედამხედველობის ქვეშ რჩება. 54 წლის პაციენტს სხეულის 90% აქვს დამწვარი და ავლენს ჰიპოთერმიის ნიშნებს. ექიმები აცხადებენ, რომ მისთვის მომდევნო 24 საათი გადამწყვეტია. ხოლო მესამე, ყველაზე ახალგაზრდა 28 წლის პავიენტს ასევე მთელ სხეულზე აღენიშნება დამწვრობები და ამჟამად ის ღ.ღენიმატას საავადმყოფოში, თრიასოშია განთავსებული. 

პოლიციამ დააკავა სახელოსნოს მეპატრონე და ცისტერნის მძღოლი, რომლის აფეთქების შედეგადაც ხანძარი გაჩნდა სახელოსნოში. დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა აფეთქებისა და ხანძრის გამოწვევის მუხლით, რომელმაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ასევე, მათ ბრალად ედებათ გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება და უსაფრთხოების სავალდებულო წესებისა და ზომების უგულებელყოფა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *