სიზმანოღლიოს საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის მიზეზი სიგარეტის ნამწვავი გახდა
სიზმანოღლიოს საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის მიზეზი სიგარეტის ნამწვავი გახდა
წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 74 წლის კაცს, რომელსაც ბრალად ხანძრის გაჩენა ედება სუზმანოღლიოს საავადმყოფოში.
ხანძარი საავადმყოფოში 9 ივლისს გამთენიის 5 საათზე გაჩნდა. დაკითხვაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ სიგარეტის ნამწვავი ზეწარზე დადო და სწორედ ასე მოედო ცეცხლი საავადმყოფოს 1 სართულს, სადაც პათოლოგიური კლინიკა მდებარეობს. ხანძრის დღეს აღნიშნულ სართულზე კიდევ 3 პაციენტი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებული ცეცხლის გაჩენის შემდეგ სახლში წავიდა, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს კი უთხრა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს მომხდართან.
დაკავებული გაივლის გასაუბრებას ფსიქოლოგთან, რათა შეფასდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორამციის თანახმად ოთახი, საიდანაც ხანძარი დაიწყო, სრულიად დაიწვა.
