Latest news
რას ითვალისწინებს სახელმწიფო დახმარება, რომელიც ახალ მშობლებს ეხება  ათენის აეროპორტმა აგვისტოს თვეში რეკორდული რაოდენობის მგზავრი მიიღო ათენი: პატისიონზე ცეცხლსასროლი იარაღით 55 წლის კაცი დაჭრეს საბერძეთი: ვის დაუბრუნდება ქირა და ვინ მიიღებს ორმაგ დახმარებას ღეორღია ქსანთოპულუს ისტორია: ლეიკემიასთან ბრძოლა, იმედი და პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილი წერილი ფინლანდია: დააკავეს კაცი, რომელსაც 361 არასრულწლოვანი ბიჭის სექსუალურ ექსპლუატაციაში ედება ბრალი კრეტა: ირაკლიოში საპ ბორდით დაკარგული არასრულწლოვანი ცოცხალი იპოვეს ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება საბერძნეთი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კრიზისის აღმოსაფხვრელად შეღავათებს აამოქმედებს 2027 წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საბერძნეთში უძრავი ქონების შეძენის ღირებულება იზრდება
ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დემოგრაფიული კრიზისის ფონზე საბერძნეთში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტუდენტთა მობილობის წესის გამარტივებას ითხოვენ

დემოგრაფიული კრიზისის ფონზე საბერძნეთში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტუდენტთა მობილობის წესის გამარტივებას ითხოვენ

საბერძნეთში დემოგრაფიული კრიზისის გაღრმავების ფონზე პრემიერ-მინისტრსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც მრავალშვილიანი და სამშვილიანი ოჯახებისთვის უნივერსიტეტებში სტუდენტთა გადაყვანის (მობილობის) წესის დაუყოვნებლივ გამარტივებას ითხოვენ.

წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მრავალ ოჯახს ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აყენებს, რადგან შვილებს ხშირად უწევთ სწავლა ოჯახის საცხოვრებელი ქალაქიდან შორს, რაც დამატებით ხარჯებს საჭიროებს. მისი შეფასებით, არსებული სისტემა იმდენად რთულია, რომ ბევრ ახალგაზრდას სწავლის გაგრძელებაც კი უჭირს.

ავტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონით უზრუნველყოს, რომ მრავალშვილიანი და სამშვილიანი ოჯახების შვილებს ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შეეძლოთ იმავე სპეციალობის ფაკულტეტზე გადასვლა იმ ქალაქში, სადაც მათი ოჯახი ცხოვრობს.

მიმართვაში ასევე ხაზგასმულია, რომ საბერძნეთში დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 65 594 ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაიცვალა 122 914 ადამიანი, რის შედეგადაც მოსახლეობა ბუნებრივი კლების გამო 57 320 ადამიანით შემცირდა. წერილის ავტორის შეფასებით, ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის გამარტივება დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *