Latest news
გერმანია: 2 წლის პონტოელი ბიჭის ცეკვა ინტერნეტს ვირუსულად მოედო კატერინი: სამშენებლო სამსახურის კორუფციული სქემა - დაკავებულია 11 პირი კერამეოსი: „Pizza Fan“-ის თანამშრომლებს ოქტომბრის კუთვნილი ხელფასები სრულად ერიცხებათ იმეილი, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მიაპყრო არასამთავრობო ორგანიზაციისკენ ათენის საერთაშორისო აეროპორტში მაღაზიებიდან ქურდობისთვის 22 წლის ქალი დააკავეს პლაკაზე მომხდარი აფეთქება: ბრალდებულებმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ გაზის სუნი იგრძნეს უამინდობის ფენომენი აგნეტა: საბერძნეთი რომელ რეგიონებში შეჩერდება სასწავლო პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციის სკანდალი: შემოწირულობები, პირადი ინტერესებისთვის გახარჯული თანხები და გარ... კატერინის სამშენებლო სამსახურში ჩატარებული სპეც.ოპერაციის შედეგად ქრთამის აღების ფაქტები გამოვლინდა რა გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი
სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა

ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა

საბერძნეთის უმაღლესი მწვერვალი, ოლიმპოს მთა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ერთხმად შეიტანეს, როგორც განსაკუთრებული ბუნებრივი და კულტურული ღირებულების ძეგლი. გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაზე, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიიღეს.

ოლიმპოსი, რომლის სიმაღლე 2 918 მეტრია, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, თორმეტი ოლიმპიელი ღმერთის, მათ შორის ზევსის, საცხოვრებელ ადგილად ითვლება. იუნესკომ აღნიშნა, რომ მთა უნიკალურ ბუნებრივ გარემოს, მდიდარ ბიომრავალფეროვნებასა და მსოფლიო კულტურისთვის განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობას აერთიანებს.

საბერძნეთის კულტურის მინისტრმა ლინა მენდონიმ განაცხადა, რომ ეს აღიარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს საბერძნეთის ძალისხმევას კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.

ოლიმპოსის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანა საბერძნეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. საბერძნეთს ამჟამად იუნესკოს სიაში 21 ობიექტი აქვს, მათგან კი ოლიმპოსი, მეტეორასთან და ათონის მთასთან ერთად ერთ-ერთია იმ იშვიათ ძეგლებს შორის, რომელსაც ერთდროულად ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *