Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რას ემსახურება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი

რას ემსახურება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი

საბერძნეთის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრმა სტავროს პაპასტავრუმ განაცხადა, რომ ქვეყანაში წყლის მართვის არსებული სისტემა, რომელიც 700-ზე მეტ დამოუკიდებელ ორგანიზაციას მოიცავს, თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ უმკლავდება.

მინისტრის თქმით, წყლის მართვის სისტემის დაქსაქსულობა იწვევს წყლის დიდ დანაკარგებს, ხშირ გაჟონვებს და მოქალაქეებისთვის მომსახურების ხარისხის არათანაბარ უზრუნველყოფას. მან აღნიშნა, რომ მსგავსი რეფორმა წარმატებით განხორციელდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნიდერლანდები, შოტლანდია, ირლანდია და პოლონეთი, სადაც ორგანიზაციების გაერთიანებამ ხარჯების შემცირება და დანაკარგების შემცირება გამოიწვია.

პაპასტავრუმ წარმოადგინა მთავრობის ოთხი ძირითადი მიმართულება წყლის მართვის სფეროში: საგანგებო საჭიროებებზე რეაგირების პროექტები, წყლის რესურსების ეროვნული სტრატეგია, მართვის ახალი სისტემა და ევროპის საინვესტიციო ბანკის გამოცდილების გამოყენება.

მინისტრმა უარყო კრიტიკა, თითქოს მუნიციპალური წყლის ქსელების შეფასებას თავად ΕΥΔΑΠ-ი გააკონტროლებს და განაცხადა, რომ შეფასება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, მარეგულირებელი ორგანოს მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარდება. ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ არსებული ორგანიზაციების თანამშრომლების შრომითი უფლებები სრულად იქნება დაცული.

მიუხედავად მინისტრის განცხადებებისა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. მათი მთავარი არგუმენტია, რომ წყალი საჯარო სიკეთეა და მისი მართვა მუნიციპალიტეტების კონტროლში უნდა დარჩეს. ისინი ასევე აკრიტიკებენ წყლის ქსელების შეფასების პროცესს და ითხოვენ, რომ მასში დამოუკიდებელი წარმომადგენლებიც ჩაერთონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *