Latest news
ნიკეაში საკვებით მოწამვლის 9 შემთხვევა დაფიქსირა ღალაცში 80 წლის კაცის მკვლელობა დადასტურდა - ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მოხუცებული გაგუდეს საბერძნეთი: ემიგრაციაში წასული კვალიფიციური კადრები სამშობლოში ბრუნდებიან კუნძულ სიროსზე მაშველმა მამა და მისი ოთხი მცირეწლოვანი ქალიშვილი გადაარჩინა სალონიკსა და ჰალკიდიკში სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად გამოძიება დაიწყო ტაქსიში დაბადებული ახალი სიცოცხლე - დაუვიწყარი შემთხვევა ათენის ცენტრში ათენის ცენტრში ძარცვის მცდელობისთვის 3 არასრულწლოვანი დააკავეს პროგრამა „პროლამვანო“ 2030 წლამდე გაგრძელდება  აპირებს თუ არა საბერძნეთის პარლამენტი კონსტიტუციის მე-16 მუხლის გადასინჯვას პაპასტავრუ: წყლის მართვის არსებული მოდელი თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება
სამშაბათი, ივლისი 28, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

პროგრამა „პროლამვანო“ 2030 წლამდე გაგრძელდება 

პროგრამა “პროლამვანო” 2030 წლამდე გაგრძელდება

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინი აღაპიდაკიმ განაცხადა, რომ პრევენციული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა „Προλαμβάνω“ („პროლამვანო“) 2030 წლამდე გაგრძელდება. მინისტრის მოადგილის თქმით, პროგრამა მხოლოდ დაფინანსების წყაროს იცვლის და აღდგენის ფონდიდან სახელმწიფო ბიუჯეტზე გადადის.

აღაპიდაკიმ აღნიშნა, რომ სექტემბრიდან მოქალაქეები კვლავ მიიღებენ შეტყობინებებს უფასო პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე. პროგრამა მოიცავს საშვილოსნოს ყელის, ძუძუსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციულ სკრინინგს.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კუნძულებზე სამედიცინო პერსონალის დეფიციტზე. მისი განცხადებით, ექიმები, რომლებიც დასაქმდებიან კუნძლებზე წახალისდებიან ფინანსურად, ხოლო საცხოვრებლის პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო ითანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და კერძო სექტორთან. პატარა კუნძულებზე მომუშავე ექიმები დამატებით 1 500 ევროს მიიღებენ, ხოლო რიგ რეგიონებში მათ ქირის სუბსიდირებას ან უფასო საცხოვრებელს სთავაზობენ.

გარდა ამისა, დასრულდა მობილური ჯანდაცვის ჯგუფების მომზადება ახალი ტელემედიცინის ტექნოლოგიების გამოყენებაში. სპეციალური პორტატული აღჭურვილობის საშუალებით შესაძლებელი გახდება პაციენტის სახლში ჩატარდეს სხვადასხვა გამოკვლევა, მათ შორის ულტრაბგერითი კვლევა, ელექტროკარდიოგრამა და კანის ხალების შეფასება. ყველა შედეგი ავტომატურად აიტვირთება ჯანმრთელობის ეროვნულ ელექტრონულ სისტემაში, რაც ექიმებს დისტანციურად კონსულტაციისა და სწრაფი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მისცემს.

ირინი აღაპიდაკიმ ასევე გააკრიტიკა ოპოზიცია და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში პრევენციული ჯანდაცვის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას მათ მხარი არ დაუჭირეს. მისი თქმით, პრევენცია უნდა იყოს საერთო ეროვნული პრიორიტეტი და არა პოლიტიკური დაპირისპირების საგანი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *