Latest news
წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები შესაძლებელია თუ არა მხოლოდ ჯარიმებით ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრა როგორ უნდა მოვიქცეთ მზის დაკვრის შემთხვევაში რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა 
პარასკევი, აგვისტო 28, 2026
საბერძნეთიUncategorized

წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები

წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები

საბერძნეთის მთავრობამ წყლის რესურსების მართვის ახალი ეროვნული პოლიტიკა წარადგინა, რომლის მიზანია გვალვისა და კლიმატის ცვლილების შედეგებთან გამკლავება, ასევე მოსახლეობის უსაფრთხო და ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის 170-ზე მეტ მუნიციპალიტეტში განხორციელდება 901 წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 3,4 მილიარდ ევროს შეადგენს.

რეფორმა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, წყლის მართვის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შექმნას, წყლის რესურსების ცენტრალიზებულ და ეფექტიან მართვას, ასევე ევროპული გამოცდილებისა და ფინანსური რესურსების გამოყენებას.

მთავრობა ასევე გეგმავს წყლის მომსახურების სფეროს რეორგანიზაციას. ახალი კანონპროექტის მიხედვით, 70 წყლის მიმწოდებელი ორ მსხვილ სახელმწიფო ორგანიზაციაში – ΕΥΔΑΠ-სა და ΕΥΑΘ-ში გაერთიანდება, რაც წყლის რესურსების უფრო ეფექტიან მართვასა და დანაკარგების შემცირებას შეუწყობს ხელს.

მთავრობის განცხადებით, ახალი პოლიტიკის მთავარი მიზანია ქვეყნის მასშტაბით წყლის რესურსების მდგრადი, თანამედროვე და ეფექტიანი მართვის სისტემის შექმნა, რომელიც მომავალში წყალზე ხელმისაწვდომობასა და გარემოს დაცვას უზრუნველყოფს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *