ლეფკადა: არასრულწლოვანმა დანიელ ტურისტს 12 000 ევროს ღირებულების ბეჭედი მოპარა
ლეფკადა: არასრულწლოვანმა დანიელ ტურისტს 12 000 ევროს ღირებულების ბეჭედი მოპარა
ტურისტული საცხოვრებლიდან ძვირფასეულობის ქურდობის საქმე გახსნა ლეფკადას პოლიციამ.
პოლიციაში საჩივარი გასული თვის ბოლოს შევიდა. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ 17 წლის ბიჭი დანიელი ტურისტის საცხოვრებელში ჩუმად შევიდა და ძვირფასი ქვებით გაწყობილი ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 12 000 ევროს შეადგენს, მოიპარა.
არასრულწლოვნის დაკავების პროცესში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბრალდებულს ამოაცალეს არამხოლოდ მოპარული ბეჭედი, არამედ სხვა ძვირფასეულობაც.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოპარული ბეჭედი დაზარალებულს უკვე დაუბრუნეს.
დაკავებულის წინააღმდეგ საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა.
Facebook Comments Box
