Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე

15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე

15 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, დოდეკანისას კუნძულებზე მხოლოდ რელიგიური დღესასწაული არ არის. ეს არის ოჯახისა და საზოგადოების შეკრების, მშობლიურ კუნძულზე დაბრუნებისა და მრავალთაობიანი ტრადიციების გაგრძელების დღე.

როდოსიდან კარპათოსამდე, კასოსიდან კოსამდე და კალიმნოსიდან პატმოსამდე, დღესასწაულს თან ახლავს ეკლესიებში ლოცვა, ღამისთევა, ღვთისმსახურება და ადგილობრივი დღესასწაულები. სოფლების მოედნებზე იმართება ტრადიციული სუფრები, ჟღერს ადგილობრივი მუსიკა და სრულდება ხალხური ცეკვები.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კარპათოსისა და კასოსის ტრადიციულ მუსიკასა და ცეკვებს, სადაც ლირა, ლაუტო და თაობიდან თაობას გადაცემული სიმღერები დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.

ნისიროსზე დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელობას ტრადიცია „კუპა“. ცეკვა, რომლის დროსაც მონაწილეები ღვთისმშობლის სახელზე აკეთებენ შესაწირს. აღნიშნული რიტუალი რელიგიურ რწმენას, სოციალურ ურთიერთობასა და საქველმოქმედო ტრადიციას აერთიანებს.

15 აგვისტოს დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე საერთო სუფრა. ადგილობრივი მაცხოვრებლები და მოხალისეები ტრადიციულ კერძებს ამზადებენ და სტუმრებს უზიარებენ. სწორედ ეს ერთობლივი მონაწილეობა აძლიერებს კუნძულების კავშირებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *