Latest news
პიერია: თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გამოძიება ვარაუდობს, რომ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზი ნივთერებების კოქტეილი გახდა საბერძნეთი: 107 მუნიციპალიტეტში სკოლებთან ჭკვიანი ქვეითთა გადასასვლელი დამონტაჟდა ნიკეას მიტროპოლიტიმ გიორგოს მაზონაკისზე ისაუბრა რა იცვლება საბერძნეთის ღია ბაზრობებზე: საღამოს ვაჭრობა, ნებართვები და სავაჭრო ადგილები პარნასო თოვლის ქურქით შეიმოსა - შთამბეჭდავი ხედები მთის დათოვლილი ფერდობებიდან მეცოვოს ოდესღაც 4 000 მოსახლე ჰყავდა, ახლა მათი რაოდენობა 1200-მდე შემცირდა საბერძნეთი: ზამთრის სუსხი შაბათ-კვირის განმავლობაში შენარჩუნდება საბერძნეთის პოლიცია წვეულებებზე გავრცელებული ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ განცხადებას ავრცელებს ალცჰაიმერის მკურნალობის ახალი მეთოდი საბერძნეთში
კვირა, ოქტომბერი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: რატომ გადაადგილდებიან მძღოლები მართვის მოწმობის გარეშე

საბერძნეთი: რატომ გადაადგილდებიან მძღოლები მართვის მოწმობის გარეშე

საბერძნეთის გზებზე მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვის პრობლემა სერიოზულ მასშტაბებს აღწევს. არაოფიციალური შეფასებებით უდიპლომო მძღოლების რაოდენობა 15%-ს აღწევს, თუმცა ეს მაჩვენებელი საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ სტატისტიკას არ წარმოადგენს.

მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ახალი საგზაო კოდექსით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები. თუ მძღოლი ავტომობილს ან მოტოციკლეტს მართავს იმ პერიოდში, როდესაც საგზაო წესების დარღვევის გამო მართვის მოწმობა უკვე ჩამორთმეული აქვს, მას შესაძლოა დაეკისროს ერთ წლამდე პატიმრობა და მინიმუმ 2 000 ევროს ჯარიმა. ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება მართვის მოწმობის ხელახლა აღების უფლება დამატებით სამი წლითაც შეუზღუდოს.

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2024 წელს საბერძნეთში 79 545 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მძღოლები მართვის მოწმობის გარეშე მართავდნენ ავტომობილს. ეს საშუალოდ დღეში დაახლოებით 218 შემთხვევას ნიშნავს.

2026 წლის პირველ შვიდ თვეში კი უკვე 29 522 ასეთი დარღვევა აღირიცხა. მხოლოდ ატიკაში, 24–31 აგვისტოს პერიოდში ჩატარებული მასშტაბური საპატრულო ოპერაციის დროს, პოლიციამ 7 020 დარღვევა გამოავლინა და 1 109-ს მართვის მოწმობა ჩამოართვა.

კანონი ასევე ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ავტომობილის მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენება ან ჩაფხუტის გარეშე მოტოციკლით გადაადგილება. მაგალითად, ტელეფონის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს 350 ევროს ჯარიმა და მართვის მოწმობის 30 დღით ჩამორთმევა.

სამართალდამცველები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აკავებენ მძღოლებს, რომლებიც ჩამორთმეული მოწმობის მიუხედავად კვლავ მართავენ ავტომობილს. ასეთ შემთხვევაში საქმე შესაძლოა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ჯარიმიდან სისხლის სამართლის საქმედ გადაიქცეს. 

განსაკუთრებით მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს მართვის უფლების გარეშე ავტომობილის მართვას, თუ მძღოლი ავარიას, სხეულის მძიმე დაზიანებას ან ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *