Latest news
აღრინიო: 15 წლის პანაიოტას გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს სივოტა: რატომ მორთეს ნაძვის ხე 1-ლი სექტემბრიდან გემზე მობილური ტელეფონის გამოყენება ავტომანქანის მართვისას ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ სხვა მიზეზებს... პაღნი: 2 წლის ბავშვი აივნიდან გადმოვარდა  კიფსელი: დანით ყინულის დამსხვრევა მინდოდა - რას ამბობს 43 წლის ვალდებული პირველკურსელთა რეგისტრაცია უნივერსიტეტებში 4 სექტემბრამდე გაგრძელდება სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთათვის სახელმწიფო დახმარების გადაცემის წესი იცვლება ნაიმა ღერასოპულუ ტანგოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჰერაკლეა: პატარა ხვრელის უკან ჩამალული შთამბეჭდავი მღვიმე საბერძნეთი: რატომ გადაადგილდებიან მძღოლები მართვის მოწმობის გარეშე
ხუთშაბათი, სექტემბერი 3, 2026
საზოგადოებამსოფლიო

ნაიმა ღერასოპულუ ტანგოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ნაიმა ღერასოპულუ ტანგოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ბერძენი მოცეკვავე ნაიმა ღერასოპულუ ტანგოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან არგენტინელ პარტნიორ ლუკას გაუიტოსთან ერთად ბუენოს-აირესში გამართულ Tango de Pista 2026-ის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებას მაყურებლის დიდი ოვაციები მოჰყვა. ნაიმა ღერასოპულუმ გამარჯვება ბერძნული დროშით ხელში იზეიმა, ხოლო მისმა არგენტინელმა პარტნიორმა კი ხელში არგენტინის დროშა აიღო.

ბერძენი მოცეკვავის წარმატება განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ფინალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავეები მონაწილეობდნენ, მათ შორის რუსეთიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან და ყაზახეთიდან. შეჯიბრებას ხშირად ტანგოს „მსოფლიო ჩემპიონატს“ უწოდებენ.

ნაიმა ღერასოპულუმ აღნიშნა რომ როდესაც პირველად დაიწყო ტანგოს სწავლა: „არც კი ვიცოდი, რა იყო ტანგო. არც ვიცოდი, რომ ის არსებობდა“.

მოცეკვარის თქმით, მას განსაკუთრებით ორი პარტნიორის ურთიერთობა და ემოციური კავშირი ხიბლავს: „ვიგრძენი გულწრფელი ჩახუტება ადამიანისგან, რომელსაც არ ვიცნობდი. გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ასე ახლოს და ასე გულწრფელად ჩახუტებოდი ადამიანს, რომელიც ცხოვრებაში არასდროს შეგხვედრია. სწორედ ამან მომაჯადოვა და შემაყვარა ტანგო“, — განაცხადა მან.

წლების თავდადებისა და შრომის შემდეგ ნაიმა ღერასოპულუმ საბერძნეთიდან ტანგოს სამშობლოს, ბუენოს-აირესის, სცენამდე მიაღწია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ლუკას გაუიტოსთვისაც ეს გამარჯვება ოცნების ასრულება აღმოჩნდა. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატში პირველი მონაწილეობის დღიდან მისი მიზანი სწორედ ტიტულის მოპოვება იყო. ოცნება, რომელიც თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ რეალობად იქცა.

ნაიმა ღერასოპულუსა და ლუკას გაუიტოს გამარჯვებამ საბერძნეთს ტანგოს მსოფლიო სცენაზე მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *