Latest news
ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება 25 ოქტომბერს საათის ისრები 1 საათით უკან გადაიწევს Pizza Fan-ის მფლობელი საგადასახადო დარღვევისთვის დააკავეს ნიკოს ხარდალიასის გეგმა ათენში 12 თვის განმავლობაში უწყვეტ ტურიზმს ითვალისწინებს
ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება

ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება

ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პრიცესი ივლისში გამოცხადებული შესვენების შემდეგ გრძელდება.

საქმეზე სულ 36 ბრალდებულია, რომელთაგან 33-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ედება ბრალი. მათ შორის არიან საბერძნეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და რკინიგზის ორგანიზაციების, ΟΣΕ-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები.

სხდომის მიმდინარე ეტაპზე სასამართლო ბრალდებულთა ადვოკატების პოზიციებსა და არგუმენტებს ისმენს. ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობაზე საუბრობენ. დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არგუმენტების შემდეგ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვა პროკურორი, რომელიც ბრალდების მხარის პოზიციას წარმოადგენს.

შემდეგ ეტაპზე სასამართლო მოწმეების დაკითხვაზე გადავა. პირველ მოწმეებს შორის იქნებიან ტების ტრაგედიის დროს დაღუპული მემანქანის, დიმიტრი კუცუმბას, ოჯახის წევრები.

სხდომას ესწრება ექვსი ბრალდებული: დიმიტრიოს ნიკოლაუ, იოანის პალეოთოდოროსი, დიონისიოს რაპოსი, სპიროს პატერასი, აპოსტოლოს ცაკირი და პავლოს კუზისი.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, სადგურის უფროსების ინსპექტორმა დიმიტრი ნიკოლაუმ სასამართლოში განაცხადა, რომ მისი მიზანი სრული სამართლიანობის მიღწევა და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებაა. მისი თქმით, ის კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

ტების სარკინიგზო ტრაგედია 2023 წლის 28 თებერვალს მოხდა, როდესაც სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. კატასტროფას ათობით ადამიანი ემსხვერპლა და საბერძნეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სარკინიგზო ტრაგედიად იქცა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *