Latest news
დაფნი: საბავშვო ბაღში საკვებში ძმრის ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჩაასხეს საბერძნეთი: ახალი სასწავლო წელი დაიწყო  ვინ არის პირველი ბერძენი ასტრონავტი NASA-ში შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს პასუხი გასცეს პაციენტების შეკითხვებს ოპერაციის შემდეგ ათენში სასკოლო ავტობუსებს მკაცრ კონტროლს ატარებენ საბერძნეთი: რატომ იფიცებიან მასწავლებლები სპეციალისტები პლაზმოფერეზსა და პროცედურასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ Le Figaro კუნძული იოსის განსხვავებულ სახეს აჩვენებს მკითხველებს კულტურის მინისტრი გიორგოს მაზონაკისზე საჯაროდ საუბრობს ბერძენი რობი უილიამსის განვლილი გზა და კარიერია
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: რატომ იფიცებიან მასწავლებლები

საბერძნეთი: რატომ იფიცებიან მასწავლებლები

საბერძნეთის საშუალო განათლების მასწავლებელთა ფედერაცია ΟΛΜΕ ახალ სასწავლო წელს სამუშაო საათების შეჩერებით იწყებს. აქციები პარასკევიდან, 11 სექტემბრიდან, 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მასწავლებლები ორი სახის სამუშაო საათების შეჩერებას გეგმავენ. პირველი ითვალისწინებს სამ საათიან გაფიცვას სამუშაო დღის პირველ ან მეორე ცვლაში და მიზნად ისახავს განათლების სფეროში მოქმედი კანონის, მათ შორის მასწავლებელთა შეფასების სისტემის, განხორციელების წინააღმდეგ პროტესტს.

მეორე ფორმა არის ერთ საათიანი სამუშაო განრიგის შეჩერება, რომელიც მასწავლებლებისთვის სავალდებულო ზეგანაკვეთური საათების დაკისრების წინააღმდეგ გამოიყენება.

ΟΛΜΕ-ს გენერალური მდივნის, ფანი პირზას, განცხადებით, სკოლებში კვლავ არსებობს მასწავლებელთა დეფიციტი, მიმდინარეობს კლასებისა და სკოლების გაერთიანება და ზოგიერთ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 28-საც კი აღწევს.

მისი თქმით, პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სკოლების დირექტორები ვაკანტური საათების შესავსებად მასწავლებლებს დამატებით სამუშაო საათებს აკისრებენ.

მასწავლებლები ასევე ეწინააღმდეგებიან მოქმედი შეფასების სისტემას. ΟΛΜΕ-ს პოზიციით, ეს სისტემა არა იმდენად სასწავლო პროცესის შეფასებას, არამედ მასწავლებლების კატეგორიზაციას იწვევს. ფედერაცია ითხოვს უკეთეს სამუშაო პირობებს, ღირსეულ სკოლებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სასწავლო საქმიანობის შეფასებას კოლეგების მიერ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *