Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ადონის გეორგიადისი ახალგაზრდა მზარეულის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა

წარმოუდგენელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა ახალგაზრდა მზარეული კრიტზე, რომელსაც სასტუმროს სამზარეულოში მუშაობის დროს სხეულზე ცხელი ზეთი გადაესხა და სახეზე და ხელებზე ძლიერი დამწვრობა მიიღო.

აღმაშფოთებელია შემდგომ მოვლენების განვითარება, როდესაც სასტუმროს ხელმძღვანელმა პირმა იმის ნაცვლად, რომ დაშავებული  სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაეყვანა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა, მოათავსა დაბალ ტემპერატურაზე უმი ხორცის შესანახ, სპეციალურ ოთახ- მაცივარში იმ მიზნით, რომ ტკივილები შემსუბუქებოდა და უარი თქვა ექიმის გამოძახებაზე, რადგან მზარეული, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილზე ოფიციალურად გაფორმებული არ იყო და შესაბამისად არ ჰქონდა დაზღვევა!.. რის შესახებაც  თვითონ დაზარალებულმა არაფერი  იცოდა.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა შრომისა და დასაქმების მინისტრი ადონის გეორგიადისი და მოითხოვა შრომის ინსპექტირების ორგანოს ჩარევა კრიტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

“კანონის დაცვა დამსაქმებლების მიერ დასაქმებული პირების შრომის პირობებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  ჩვენთვის ალფა და ომეგაა! დარღვევების მიმართ ტოლერანტობას არ გამოვიჩენთ”- წერს მინისტრი ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *