კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვლამდე გადაიდო
კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვლამდე გადაიდო
კირიაკი ღრივას მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო პროცესი 2027 წლის 15 თებერვლამდე გადაიდო. გადაწყვეტილება დღეს ნაფიც მსაჯულთა შერეულმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო, რადგან ბრალდებულის ადვოკატს პროცესში მონაწილეობის სამართლებრივი დაბრკოლება შეექმნა.
სასამართლოს სხდომაზე ბრალდებული თავად არ გამოცხადებულა. პირველ ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით ბრალდებულს კირიაკი ღრივას მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
უვადო პატიმრობის გარდა, მას დამატებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 000 ევროს ჯარიმა დაეკისრა.
სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის არგუმენტი, რომ ფსიქიკური დაავადების, მედიკამენტების ან ალკოჰოლის ზემოქმედების გამო ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის დროს საკუთარი ქმედების უკანონობის აღქმის უნარი შეზღუდული ჰქონდა.
საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 2027 წლის 15 თებერვალს გაგრძელდება.
