ღაკას ფული და ძალაუფლება სურდა, მისი ეს მისწრაფება ყოველთვის გვაშინებდა – აცხადებს თეოდოროპულოსის ყოფილი თანამშრომელი
ღაკას ფული და ძალაუფლება სურდა, მისი ეს მისწრაფება ყოველთვის გვაშინებდა – აცხადებს თეოდოროპულოსის ყოფილი თანამშრომელი
გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა პრესასთან ერთ-ერთი ბრალდებულის, ილია თეოდოროპულოსის ყოფილმა თანამშრომელმა. შეგახსენებთ, რომ თეოდოროპულოსი და იოანა ღაკა ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე.
ყოფილი თანამშრომლის თქმით, თეოდოროპულოსს ზოგჯერ პაციენტებისა და თანამშრომლების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება მოსწონდა. მისი განცხადებით, ექიმის ქცევა და დამოკიდებულება არაერთ შემთხვევაში არანორმალურად მიაჩნდა.
მისივე თქმით, ექიმებს შორის ურთიერთობაში უფრო დომინანტური როლი იოანა ღაკას ჰქონდა. როგორც ყოფილი თანამშრომელი ამბობს, თეოდოროპულოსს ძლიერი ხასიათის ქალები მოსწონდა, თუმცა იოანა ღაკას ქცევები გარკვეულწილად აშინებდა და იმ ქმედებებზე, რომლებსაც არ ეთანხმებოდა, ხშირად ღიად არ საუბრობდა.
ყოფილი თანამშრომლის შეფასებით, ღაკას მთავარი მოტივაცია ფული და ძალაუფლება იყო. მისი თქმით, თანამშრომლები ზოგჯერ საუბრობდნენ იმის შიშზე, რომ ექიმის „გიჟური ქმედებების“ გამო შესაძლოა სერიოზული პრობლემა ან არასასურველი შედეგი დამდგარიყო.
