საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი მნინშვნელოვნად გაუარესდება
საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი მნინშვნელოვნად გაუარესდება
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (EMY) ინფორმაციით, განახლდა სახიფათო ამინდის მოვლენების შესახებ საგანგებო განცხადება №6/2026, რომელიც 30 სექტემბერს გამოიცა. უახლესი პროგნოზის მიხედვით, ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება შაბათს, 3 ოქტომბერს შუადღიდან კვირას, 4 ოქტომბრის შუადღემდე, განსაკუთრებით სამხრეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.
ამასთან, შაბათს საღამოდან გაფრთხილების დონე წითლიდან ნარინჯისფრამდე შემცირდება, რაც ამინდის მოვლენების ინტენსივობის მოსალოდნელ შესუსტებას უკავშირდება.
ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია:
- კრეტაზე შაბათს, დღის პირველ ნახევარში და შუადღემდე მოქმედებს წითელი გაფრთხილება.
- შაბათს გვიან ნაშუადღევს და საღამოს საათებიდან კვირა დილამდე კრეტაზე მოსალოდნელია ძლიერი ნალექი პერიოდულად, თუმცა გაფრთხილების დონე უცვლელად ნარინჯისფერი იქნება.
- დოდეკანისას კუნძულებზე განსაკუთრებით არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში, ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია შაბათს შუადღიდან კვირას შუადღემდე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე მოქმედებს ნარინჯისფერი გაფრთხილება.
შაბათს, დღის მეორე ნახევრამდე, ეგეოსის ზღვაში ადგილობრივად ძალიან ძლიერი ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი დაუბერავს, რომლის სიჩქარეც 8–9 ბოფორს მიაღწევს.
ძლიერი ქარის გამო შესაძლოა გართულდეს საზღვაო მიმოსვლა, განსაკუთრებით კუნძულებს შორის გადაადგილება, ამიტომ მგზავრებისთვის რეკომენდებულია წინასწარ გადაამოწმონ გემების და სხვა საზღვაო ტრანსპორტის რეისების სტატუსი.
ყველაზე ინტენსიური ამინდის მოვლენები მოსალოდნელია შაბათს, 3 ოქტომბერს, განსაკუთრებით კრეტაზე, სადაც დღის პირველ ნახევარში წითელი გაფრთხილება მოქმედებს. კვირამდე ძლიერი წვიმისა და შტორმის რისკი სამხრეთ ეგეოსის ზღვის გარკვეულ რაიონებშიც შენარჩუნდება.
მეტეოროლოგიური სამსახური მოუწოდებს მოსახლეობასა და ტურისტებს, განსაკუთრებით კუნძულებზე გადაადგილებისას, ყურადღება მიაქციონ განახლებულ პროგნოზებსა და ოფიციალურ გაფრთხილებებს.
