საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
საბერძნეთში მასწავლებლები დღეიდან, 5 ოქტომბრიდან გაფიცვის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. სრულიად ქვეყნის მასშტაბით ერთსაათიანი მოძრავი გაფიცვები 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აქციები საბერძნეთის საშუალო განათლების მასწავლებელთა ფედერაციის ინიციატივით იმართება. მისი მთავარი მიზანია იმ მასწავლებლების მხარდაჭერაა, რომლებსაც სავალდებულო ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას ავალებენ.
ერთსაათიანი გაფიცვების პარალელურად ΟΛΜΕ-მ გამოაცხადა სამსაათიანი გაფიცვებიც, რომლებიც სამუშაო დღის პირველ ან მეორე ცვლაში ჩატარდება. პროფკავშირის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯები დაკავშირებულია კანონით გათვალისწინებული განათლების შეფასების გარკვეული დებულებების წინააღმდეგ ბრძოლასთან, მათ შორის, იმ წესის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც შემფასებლებს გაკვეთილებზე დასწრება შეუძლიათ.
მასწავლებელთა პროფკავშირი აცხადებს, რომ აქციები მიმართულია როგორც სავალდებულო ზეგანაკვეთური სამუშაოს წინააღმდეგ, ისე განათლების სისტემაში დაგეგმილი შეფასების პოლიტიკის წინააღმდეგ.
გაფიცვაში მონაწილეობის შემთხვევაში კონკრეტული მასწავლებლის გაკვეთილი შესაძლოა ერთი ან რამდენიმე დღით არ ჩატარდეს, რაც დამოკიდებული იქნება გაფიცვის ხანგრძლივობასა და მასწავლებლის მონაწილეობის ფორმაზე.
