Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთიUncategorized

სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა

სალონიკი: ბინის მეპატრონეს სტუდენტის ფარულად გადაღებისთვის 2 წლით პატიმრობა შეეფარდა

სალონიკის სააპელაციო სასამართლომ 68 წლის კაცი დამნაშავედ ცნო ბინის საძინებელში ფარული კამერის დამონტაჟებისა და ახალგაზრდა სტუდენტის პირადი ცხოვრების უკანონოდ ჩაწერისთვის. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, სამწლიანი პირობითი ვადით, შეეფარდა.

საქმის განხილვა 2019 წელს დაიწყო, როდესაც მაშინ 18 წლის სტუდენტმა პოლიციას მიმართა. მისი განცხადებით, ბინის მეპატრონემ საძინებელში მოწყობილობა დაამონტაჟა, რომელიც საწოლისკენ იყო მიმართული. თავდაპირველად მამაკაცი მას არწმუნებდა, რომ მოწყობილობა გამორთული სიგნალიზაციის სისტემა იყო.

სტუდენტმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მოწყობილობა პერიოდულად ციმციმებდა და ეჭვი შეიტანა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას იღებდნენ. სასამართლოში საქმის განხილვისას შეფასდა როგორც ტექნიკური მტკიცებულებები, ისე სხვა გარემოებები. დაზარალებულის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ და ობიექტურ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა და არა მხოლოდ მხარეთა განცხადებებს.

68 წლის ბრალდებული დანაშაულს უარყოფდა. მისი თქმით, მოწყობილობა არასოდეს ყოფილა ჩართული და მხოლოდ იმ პერიოდში დაამონტაჟა, როდესაც ბინაში მისი ხანდაზმული დედის დასახლებას გეგმავდა.

დაზარალებულის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალის პირადი ცხოვრების სერიოზული დარღვევის შემდეგ სამართლიანობის აღდგენად შეაფასა.

მეორე მხრივ, ბრალდებულის ადვოკატმა გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ განაჩენი საკმარისად დამაჯერებელ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას საბერძნეთის უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *