პელა: 63 წლის კაცის საწყობში 12 კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოაჩინეს
პელა: 63 წლის კაცის საწყობში 12 კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოაჩინეს
საბერძნეთში პელას რეგიონში პოლიციამ 63 წლის კაცი დააკავა, რომლის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე საწყობში 12 კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოაჩინეს.
პოლიციის ინფორმაციით, სპეცოპერაცია შაბათს, 10 ოქტომბერს, ჩატარდა. ჩხრეკისას საწყობში იპოვეს 12 კილოგრამი და 200 გრამი დაუმუშავებელი კანაფი, რომელიც გასაშრობად თავდაყირა იყო ჩამოკიდებული. ასევე ამოღებულია 63,2 გრამი გამხმარი კანაფი და დაკავებულის პირად ნივთებში აღმოჩენილი კანაფის შემცველი ხელნაკეთი სიგარეტი.
მამაკაცი კანაფის ფლობისა და დამუშავების ბრალდებით დააკავეს. იგი უახლოეს პერიოდში იანიცას პირველი ინსტანციის პროკურატურაში უნდა წარადგინონ.
Facebook Comments Box
