დააკავეს 38 წლის კაცი, რომელმაც 150-ზე მეტი საკანალიზაციო ჭის ლითონის სახურავი მოიპარა
დააკავეს 38 წლის კაცი, რომელმაც 150-ზე მეტი საკანალიზაციო ჭის ლითონის სახურავი მოიპარა
დააკავეს 38 წლის კაცი, რომელსაც პირეაზე, კერაცინსა და დრაპეცონაში წვიმის წყლის სადრენაჟო ჭების სულ მცირე 150 ლითონის ხუფის მოპარვაში ედება ბრალი.
გამოძიების ინფორმაციით, კაცს მოპარული ხუფები ათენის ვოტანიკოსის რაიონში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში მიჰქონდა დასაშლელად. საქმესთან დაკავშირებით 46 წლის კაციც დააკავეს, რომელსაც მოპარული ნივთების მიღებასა და გასაღებაში მონაწილეობას ედავებიან.
ჯართის მიმღებ პუნქტში ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციამ 12 მოპარული ხუფი, სავარაუდოდ დანაშაულის დროს გამოყენებული ტანსაცმელი და ავტომობილი ამოიღო. ასევე ამოღებულია 46 წლის დაკავებულის კუთვნილი 2 150 ევრო.
Facebook Comments Box
