Latest news
კრეტაზე მოსწავლემ დაკარგული საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა დემოგრაფიული კრიზისი – ეროვნული მნიშვნელობის საკითხი როდოსის მოსახლეობამ ადგილობრივ საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაუფინანსა ზამბუნის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს  ევროპული პროკურატურა 87 მილიონი ევროს თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს საბერძნეთი: კვირას ძლიერი შტორმი ათენშიც არის მოსალოდნელი ყალბი ქვითრების თაღლითური სქემა – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 12,6 მილიონ ევროზე მეტია ვინ არის პირი, რომელსაც ვანგელის ზამბუნის მკვლელობაში ედება ბრალი ნოემბრის ბოლოს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა
კვირა, ნოემბერი 29, 2026
საბერძნეთიUncategorized

კოზანი: პენსიონერის სახლში სახიფათო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს

კოზანი: პენსიონერის სახლში სახიფათო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს

კოზანში პენსიონერის სახლის სარდაფიდან პიკრინის მჟავა აღმოაჩინეს. ნივთიერების შესახებ პოლიციას თავად ხანდაზმულმა მამაკაცმა შეატყობინა, რომელიც წლების წინ ელექტროენერგიის სახელმწიფო კომპანია ΔΕΗ-ში მუშაობის პერიოდიდან აქვს.

მამაკაცმა სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართა, რაც ათენის საცხოვრებელ კორპუსებში პიკრინის მჟავის შემცველი ფლაკონების აღმოჩენისა და მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ შეიტყო.

ოპერაციის დროს კორპუსის პირველი სართული და მეორე სართული დროებით დაცალეს. სპეციალური აღჭურვილობით მომუშავე პოლიციის გამნაღმველებმა ნივთიერება სარდაფიდან უსაფრთხოდ გაიტანეს.

მედიის ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერება კრისტალიზებული იყო, რაც მის მდგომარეობას სახიფათოს ხდიდა. სპეციალისტებმა ის აფეთქებების ჩასატარებლად განკუთვნილ პოლიგონზე გადაიტანეს და გააუვნებლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *