Latest news
კრეტაზე მოსწავლემ დაკარგული საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა დემოგრაფიული კრიზისი – ეროვნული მნიშვნელობის საკითხი როდოსის მოსახლეობამ ადგილობრივ საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაუფინანსა ზამბუნის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს  ევროპული პროკურატურა 87 მილიონი ევროს თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს საბერძნეთი: კვირას ძლიერი შტორმი ათენშიც არის მოსალოდნელი ყალბი ქვითრების თაღლითური სქემა – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 12,6 მილიონ ევროზე მეტია ვინ არის პირი, რომელსაც ვანგელის ზამბუნის მკვლელობაში ედება ბრალი ნოემბრის ბოლოს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა
კვირა, ნოემბერი 29, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

უამინდობის გამო როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უამინდობის გამო როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კუნძული როდოსი ძლიერი უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობაშია. დილიდან კუნძულზე სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სტიქიას 62 წლის მამაკაცის სიცოცხლეც ემსხვერპლა, რომელიც არხანგელოსის რაიონში, სტეღნას დასახლებაში დაიღუპა.

ათენისა და მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას როდოსის მერმა, ალექსანდროს კოლიადისმა განაცხადა, რომ კუნძულზე ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. მისი ინფორმაციით, დღეს, 16:30 საათზე, საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც სტიქიის შედეგებსა და მიყენებულ ზარალს შეაფასებენ და პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო ზომებს განსაზღვრავენ.

სანაპირო დაცვის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, ძლიერმა წყლის ნაკადმა ოთხი ავტომობილი გაიტაცა. სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხივე ავტომობილი შეამოწმეს, თუმცა მათში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

ამასთან, სანაპირო ზოლის გასწვრივ სამძებრო და შემოწმებითი სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულია სანაპირო დაცვის საპატრულო ხომალდი და სახანძრო სამსახურის სწრაფმავალი კატარღა.

ძლიერი უამინდობა როდოსის სხვადასხვა რაიონში კვლავ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. დატბორილია გზები, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა, ხოლო მუნიციპალიტეტის, სამხრეთ ეგეოსის რეგიონისა და სამოქალაქო დაცვის სამსახურების თანამშრომლები სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად უწყვეტად მუშაობენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *