საბერძნეთში პარკირებისა და პარკირების ადგილის დამრეგულირებლის საქმიანობაზე კონტროლი მკაცრდება
საბერძნეთში პარკირებისა და პარკირების ადგილის დამრეგულირებლის საქმიანობაზე კონტროლი მკაცრდება
საბერძნეთის საგზაო პოლიცია აძლიერებს კონტროლს რესტორნებისა და ბარების წინ მდებარე საჯარო პარკირების ადგილების უკანონო დაკავებაზე. კონტროლის გამკაცრების მიზანია კერძო დაწესებულებებმა მომხმარებლებისთვის საჯარო სივრცის თვითნებურად დაჯავშნა და ავტომობილების გაჩერებისთვის თანხის მოთხოვნა ვეღარ შეძლონ.
ათენში, კერძოდ კოლონაკში, პარკირების დამრეგულირებლების მიერ საჯარო პარკირების ადგილების დაკავების პრაქტიკა უკვე შეზღუდულია. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი კონტროლის გაფართოება სრულიად ათენის მასშტაბით და სალონიკშიც იგეგმება.
25 ოქტომბერს, გლიფადაში ჩატარებული შემოწმების დროს ავტომობილების პარკირებისთვის თანხის უკანონოდ მოთხოვნის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს: სამი პარკირების მარეგულირებელი და ერთი დაწესებულების დროებითი პასუხისმგებელი პირი. მანამდე, კიფისიაში ჩატარებული ანალოგიური ოპერაციისას ხუთი ადამიანი დააკავეს.
საბერძნეთის საგზაო მოძრაობის კოდექსი კრძალავს გზის სავალი ნაწილის თვითნებურ დაკავებას ისეთი საგნებით, როგორიცაა კონუსები, სკამები ან სხვა დაბრკოლებები. შესაბამისი ნებართვის გარეშე საჯარო პარკირების ადგილის კერძო გამოყენებისთვის დაჯავშნა დაუშვებელია. საგზაო მოძრაობის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევებისთვის ჯარიმა 350 ევროს შეადგენს.
