Latest news
საბერძნეთი: 1 ნომებრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი სალონიკი: დააკავეს 54 წლის ქალი, რომელსაც სახლში 37 კატა და 2 ძაღლი ჰყავდა „თვეში 800 ევროს მიხდიდნენ“ - როგორ აღმოჩნდა 87%-იანი შშმ სტატუსის მქონე 68 წლის ქალი „Χωριάτικο“-ს ... ახალი კანონპროექტი ელ.ენერგიის მომხმარებლებს ფასების ზრდისგან დაიცავს აფეთქება პლაკაზე: ერთი ნაჭერი სპილენძისთვის საყვარელი ადამიანები დავკარგეთ - აცხადებენ გარდაცვლილთა ... შთამბეჭდავი ექსპონატები და ფრენის სიმულატორები სინდაღმას მეტროს სადგურზე - გამოფენა კვირამდე 1 ნოემბ... საბერძეთის ადვოკატთა ასოციაციები მსესხებლების უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვან შემთხვევებზე საუბრო... გამოძიება საცხობების ქსელი Χωριάτικο-ს სკანდალთან ΑΑΔΕ-ს თანამშრომლების კავშირს იკვლევს ნოემბრის დასაწყისში უხვი ნალექი და ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი პლაკაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
საბერძნეთისამართალი

საბერძეთის ადვოკატთა ასოციაციები მსესხებლების უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვან შემთხვევებზე საუბრობენ

საბერძეთის ადვოკატთა ასოციაციები მსესხებლების უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვან შემთხვევებზე საუბრობენ

საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეთა საერთო კრების საკოორდინაციო კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ბანკებისა და ვალების მართვის კომპანიების მხრიდან მსესხებლების მიმართ განხორციელებული არაერთი შესაძლო არასათანადო და კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის გამო.

კომიტეტი მიესალმება ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ კანონპროექტის 23-ე მუხლის ამოღებას. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ ბანკებსა და ვალების მართვის კომპანიებს მსესხებლებთან დადებული კერძო შეთანხმების საფუძველზე მიეღოთ აღსრულების დოკუმენტი, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ადვოკატთა ასოციაციების შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად შეასუსტებდა მოქალაქეების უფლებას, სასამართლოსთვის მიემართათ საკუთარი ინტერესების დასაცავად.

ამასთან, კომიტეტი მოითხოვს იმ რეგულაციის გაუქმებასაც, რომელიც არასასამართლო ვალის რესტრუქტურიზაციის მექანიზმში მოქმედებს და ვალის რესტრუქტურიზაციის შეთანხმებას აღსრულების საფუძვლად აქცევს.

ადვოკატთა ასოციაციების განცხადებით, ბანკებისა და ვალების მართვის კომპანიების მხრიდან მსესხებლების მიმართ ადგილი აქვს მრავალრიცხოვან არასათანადო, უკანონო პრაქტიკას, ხოლო მათი საქმიანობა ხშირად სათანადო კონტროლის გარეშე მიმდინარეობს. კომიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრაქტიკა დაუშვებელია სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

ადვოკატები ასევე მოითხოვენ ამ კომპანიების საქმიანობაზე მკაცრი ზედამხედველობის დაწესებას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მსესხებლებისთვის მათთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულად ხელმისაწვდომობას. მათი აზრით, კანონით გათვალისწინებული წესები და სანქციები მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს და პრაქტიკაშიც უნდა აღსრულდეს.

ადვოკატთა ასოციაციების მთავარი მოთხოვნაა მსესხებლების სასამართლო დაცვის უფლების შენარჩუნება, ბანკებისა და ვალების მართვის კომპანიების საქმიანობის ეფექტიანი კონტროლი და მოქალაქეთა უფლებების თანაბარი დაცვა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *