Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა

გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა

არისტოტელეს უნივერსიტეტის (ΑΠΘ) სასამართლო-სამედიცინო და ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, ბერძენი მომღერლის, გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზი პროპოფოლი გახდა. აღნიშნული პრეპარატი ძლიერი, სწრაფი მოქმედების ინტრავენური საანესთეზიო საშუალებაა. ექსპერტიზამ მომღერლის ორგანიზმში დამატებით კიდევ რვა ნივთიერება აღმოაჩინა, რომელმაც მდგომარეობის დამძიმებას შეუწყო ხელი.

30 გვერდიანი დასკვნა, რომელიც პროფესორმა ნიკოლაოს რაიკოსმა და მისმა გუნდმა მოამზადა, ათენის სასამართლო-სამედიცინო სამსახურს გადაეგზავნება, რის შემდეგაც მას საქმის გამომძიებელი შეისწავლის.

გამოცემის ინფორმაციით, მომღერალს პროპოფოლი პლაზმაფერეზის პროცედურის დროს გაუკეთეს. პროცედურის მიმდინარეობისას მას სუნთქვის შეჩერების ეპიზოდი განუვითარდა. ექსპერტიზის მასალებში აღნიშნულია, რომ კლინიკაში ჟანგბადის მიწოდების შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მისი გადარჩენა შესაძლებელი ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის გიორგოს მაზონაკისი 9 სექტემბერს კოლონაკში კარნეადუს ქუჩაზე მდებარე სამედიცინო კაბინეტში ჩატარებული პლაზმაფერეზის პროცედურის დროს გულის გაჩერებით გარდაიცვალა. იგი საავადმყოფო „ელპისში“ გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა.

საქმესთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებელი პირები, იოანნა ღაკა და მისი მეუღლე ილიას თეოდოროპულოსი, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

გამოძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდა შესაძლო დარღვევები სამედიცინო პროცედურის მიმდინარეობისას. არსებული ინფორმაციით, პლაზმაფერეზის აპარატმა განგაშის სიგნალი რამდენჯერმე გამოსცა, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოიძახეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *