დღეიდან ტემპერატურა იკლებს – სად არის მოსალოდნელი წვიმიანი ამინდი
დღეიდან ტემპერატურა იკლებს – სად არის მოსალოდნელი წვიმიანი ამინდი
შაბათს, 21 ნოემბერს საბერძნეთის უმეტეს ნაწილში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ხანმოკლე ადგილობრივი წვიმა და ტემპერატურის მცირედი კლება.
დილის საათებში დასავლეთ საბერძნეთსა და ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ კუნძულებზე ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა მოიმატებს. შუადღის საათებში კი ღრუბლიანი ამინდი თრაკიის რეგიონშიც გადაინაცვლებს. მოსალოდნელია სუსტი, ლოკალური წვიმა.
დილისა და საღამოს საათებში დასავლეთ საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილებში ხილვადობა შეზღუდული იქნება.
დაუბერავს დასავლეთის 4-დან 6 ბოფორამდე სიმძლავრის ქარი. დილის საათებში სამხრეთ ეგეოსის ზღვაში ქარის სიჩქარე 7 ბოფორს მიაღწევს.
დღის განმავლობაში ტემპერატურა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 18-21 გრადუსს მიაღწევს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში 22-24 გრადუსს.
