პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს
პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს
ათენის ცენტრში მდებარე პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ ირთვება. პარკში გაშლილ საშობაო სოფელში 33 მეტრის სიმაღლის ეშმაკის ბორბალიც აღმართეს, რამაც საზოგადოების აზრი ორად გაყო. უარყოფითად განწყობილი ადამიანების უმეტესობა ატრაქციონის უსაფრთხოებას, პარკის იერსახესა და მწვანე სივრცის დაცვას ეჭვქვეშ აყენებს.
ბორბლის არსებობა თავისთავად არ უნდა განვიხილოთ პრობლემად. მსგავსი ატრაქციონი ბავშვებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს. შესაძლებლობას, ქალაქს სიმაღლიდან შეხედონ და ყოველდღიური გარემო სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახონ.
თუმცა აუცილებელია ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვა, შესაბამისი ნებართვებისა და ტექნიკური შემოწმებების არსებობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარკმა შეინარჩუნოს თავისი ბუნებრივი გარემო და არ გადაიქცეს უკონტროლო კომერციულ სივრცედ.
მთავარი საკითხი აკრძალვა კი არა, ბალანსია. არ უნდა დაგვავიწყდეს დავიცვათ საზოგადოებრივი სივრცე და უსაფრთხოება, მაგრამ ამავე დროს არ უნდა მოვაკლოთ ქალაქს ზეიმი, ბავშვებს – სიხარული, ხოლო პარკებს – დროებით განსხვავებული სიცოცხლის ათვისების შესაძლებლობა. ქალაქის იერსახის პატივისცემა არ ნიშნავს, რომ ის მთელი წლის განმავლობაში უცვლელი უნდა დარჩეს.
