ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება
ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება
მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი შთამბეჭდავი სანაპიროებით, მაღალი ტემპერატურებითა და ხანგრძლივი ზაფხულით არის ცნობილი, ქვეყანაში არსებობს რეგიონები, სადაც სიცივე და ზამთრის სუსხი მთელი წლის განმავლიბაში ჯიუტად დომინირებს. ადგილი, რომელზეც ვსაუბრობთ არის ნევროკოპი, სადაც ზამთარი ზოგჯერ 6-7 თვეს გრძელდება.
ათენის ეროვნული ობსერვატორიის მონაცემებით, 2025 წელს ნევროკოპიში ყველაზე დაბალი ტემპერატურა თებერვალში დაფიქსირდა და -10,9 გრადუსს მიაღწია. ექსპერტების განსაკუთრებულ გაოცებას კი აგვისტოში დაფიქსირებული ტემპერატურა იწვევს, რომელიც მხოლოდ 8,8 გრადუსი იყო.
რეგიონის მკაცრი კლიმატი მისი გეოგრაფიული მდებარეობით აიხსნება: ზღვის დონიდან 559 მეტრზე მდებარე პლატო მთებით არის გარშემორტყმული, რომელიც თბილი ჰაერის მასების შემოსვლას აფერხებს და ცივ ჰაერს ხანგრძლივად აკავებს.
ნევროკოპიში სიცივე იმდენად ხანგრძლივია, რომ 1996 წელს ივნისის ბოლოსაც კი თოვლი მოვიდა. 2025 წლის მონაცემებით კი, წლიური საშუალო ტემპერატურა 11,9 გრადუსი იყო.
