Latest news
მიმდინარეობს საჯარო მოხელეების საპროტესტო აქცია ათენის ცენტრში  გაყინული იყო, დედამისს ვთხოვე ხელში აეყვანა და უარი მითხრა - სასწრაფო დახმარების ექიმი 3 წლის ანგელო... ციფრული ჯანდაცვა ფართოვდება — მოქალაქეებს სამედიცინო გამოკვლევებიდ შედეგებზე წვდომა უკვე მობილურიდან... ტრაგედია, რომელმაც საზოგადოება შეძრა - რა გახდა 17 წლის გოგონების თვითმკვლელობამდე მისვლის მიზეზი ტრაგედია ილიუპოლში: 2 არასრულწლოვანი კორპუსის სახურავიდან გადახტა რატომ ეძახიან ჰიპერტენზიას ჩუმ მკვლელს არასრულწლოვანთა დანაშაული - არის თუ არა რადიკალური ზომების გატარება გამოსავალი დღეიდან ტემპერატურა ეტაპობრივად იკლებს საჯარო მოხელეთა გაფიცვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგზე გავლენას არ მოახდენს საჯარო მოხელეების საპროტესტო აქცია დილის 10:30 საათზე დაიწყება
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
საბერძნეთი

ხანძარი:ახალი კერები ატიკაში – ბრძოლა პარნითაში ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად

უკვე მესამე დღეა საბერძნეთის ცეცხლოვან კერებთან ბრძოლა მიმდინარეობს. ხანძარი გრძელდება დასავლეთ ატიკსა და ლუტრაკში, ხანძარი მძვინვარებს ასევე როდოსში.

დილის 11:30 საათამდე “112”-დან კანდილსა და კატადრომონის გამზირზე მეგარაში ევაკუაციისთვის შეტყობინება გაიგზავნა. სქელმა კვამლმა მოიცვა პერამოც.

სერიოზულად დაზარალდა პლატონის, ანო ლუტროპირგოსა და ნეა პერამუ მეგარონის  დასახლებები (ნაციონალური გზატკეცილის ზემოთ). პროვინციული გზა, რომელიც აკავშირებს ნ. პერამოს მანდრასთან, დაკეტილი რჩება.  ადგილზე მუშაობენ სახანძრო ძალები, მათ შორის მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ჩრდილო-დასავლეთით სურათი უფრო რთულია, განსაკუთრებით აგია სოტირაში, სტეფანსა და ინოიში, სადაც გამწვავებები უწყვეტია. თუმცა ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდე.არ მისულა. პარალელურად, მეხანძრეები იბრძვიან, რომ ცეცხლი არ გავრცელდეს პარნითაში.

ატიკაში ამ დროისთვის 250 მეხანძრე-მაშველი 8 ჯგუფით, საფეხმავლო ჯგუფთან და 75 მანქანასთან ერთად მუშაობს, ხოლო შემთხვევის ადგილზე 34 რუმინელი მეხანძრე 6 მანქანით არის მობილიზებული. ჰაერიდან 9 თვითმფრინავი და 11 შვეულმფრენი, რომელთაგან ორი კოორდინატორია, წყლის უწყვეტ ვარდნას ახორციელებს.

პოლიციის შტაბმა გაავრცელა განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ფართო ოპერაციული დაგეგმვის კონტექსტში, მოქალაქეების ფიზიკური მთლიანობის უზრუნველსაყოფად, გამოიყენება გადაადგილების აკრძალვა, გარდა  გადაუდებელი აუცილებლობისა. ნებადართულია სახანძრო ბრიგადების და სასწრაფო დახმარების მანქანების შეუფერხებელი მოძრაობა.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს არსებული ხანძრის მაღალი რისკის გამო, მოერიდონ ყოველგვარ მოძრაობას, გადაკვეთას ან გაჩერებას ხანძრის ზონებში  ეროვნულ ტყეებში და კორომებში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *