Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ტრაგიკული კადრი ხანძრიდან- მამაკაცს დამწვარი სახლის სახურავზე სძინავს და არ ტოვებს საცხოვრებელ ადგილს

შემაძრწუნებელია კადრები, რომლებიც მანდრაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გავრცელდა, სადაც ასახულია ნგრევის სიდიდე და გამოუსწორებელი ზიანი, რაც ამ ტერიტორიის მცხოვრებლებმა განიცადეს.

ათასობით ჰექტარი ფერფლად იქცა, ასობით ადამიანის ქონება კი ცეცხლმა გაანადგურა.

მედიაში ვრცელდება ტრაგიკული კადრი, თუ როგორც სძინავს მამაკაცს მისი დამწვარი სახლის სახურავზე. პრესასთან საუბრისას მან თქვა: “სახურავზე მძინავს, რადგან სახლის შიგნით სუნთქვა არ შემიძლია. სად უნდა დავიძინო? სიბნელეში და კვამლში? გარეთ ჯობია. ყველას გვძინავს გარეთ ეზოში დივნებზე  და სკამებზე. გვითხრეს, არაფერი შეგვეცვალა, სანამ ზარალის დასაფიქსირებლად მოვლენ. ყველაფერი დავკარგე, აღარაფერი დარჩა.. მხოლოდ ფარდები, მაგიდა და საწოლი. არ მინდა აქედან  წავიდე, რადგან ღამით ვხედავ მანქანებს, რომლებიც მოდიან და მიდიან და მეშინია, რაც დამრჩა ისიც არ  წაიღონ.

ხანძრის გაჩენის დროს სახლში ვიყავი, მოპირდაპირე მთაზე ცეცხლს ვხედავდი. არ მეგონა, რომ აქამდე მოვიდოდა. უცებ ვხედავ დასახლებაში შემომავალ ალს. მანქანაში ჩავსხედით და წავედით, მაგულაში სკვერში გავედით და იქ ვიცდიდით, 15 წუთში ყველაფერი დაიწვა“ -ამბობს ის.

მანდრაში გაჩენილმა ხანძარმა დაწვა სახლები და მანქანები, ათასობით ჰექტარი ფერფლად  და ნანგრევებად იქცა, ასობით ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე შექმნილი ქონება კი წუთებში გაანადგურა ცეცხლმა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *