Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

80 წლის ასაკში მარიანა ვარდინოიანი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ბერძენი ქალი- ვარდის ვარდინოიანის მეუღლე, ხუთი შვილის დედა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა ბავშვებს.

მარიანა ვარდინოიანი, ცნობილი იყო სოციალური და ჰუმანიტარული მოღვაწეობით და  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაჯილდოვებული კეთილი ნების ელჩის წოდებით.

ის იყო „ბავშვისა და ოჯახის ფონდის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, რომელსაც ეწოდა „მარიანა ვარდინოიანის ფონდი“.

1999 წლიდან, როგორც იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, ის ეხებოდა ბავშვთა უფლებების და ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს.

მარიანა ვარდინოიანის სახელი სულ მცირე, 30 წლის განმავლობაში დაკავშირებული იყო ჯანდაცვის სფეროსთან, როგორიცაა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პირველი და ერთადერთი განყოფილება საბერძნეთში, პირველი ონკოლოგიური განყოფილება ბავშვებისთვის და სხვა უამრავი კოლოსალური პროექტი, რომელიც ძნელად შეიძლება შეფასდეს.

მან სიცოცხლე შეუნარჩუნა ათასობით ბავშვს, რომლებმაც განაგრძეს თავიანთი ცხოვრება, სწავლობდნენ და შრომობდნენ.

”მე დავდე პირობა, რადგან მჯერა, რომ მარტოხელა ბავშვის სიცოცხლე ღირს ბრძოლად და ეს პირობა დავდე იმ მომენტში, როცა საავადმყოფოს დერეფანში დედის ცრემლიანი თვალები დავინახე. თავიდან ძალიან რთული იყო. იყო ღამეები, როცა ვერ ვიძინებდი, რადგან ტანჯული ბავშვების სახეები მედგა თვალწინ, მაშინ ვფიქრობდი, რომ თუ რამეს არ გავაკეთებ, ამ ბავშვებს იმედი აღარ ექნებათ. ფაქტობრივად, პირველი გადანერგვის დროს, მე არ დავიხიე უკან ექიმებთან ერთად საოპერაციოში შესვლაზე მწვანე სამედიცინო ხალათით, რათა მათთვის ძალა და გამბედაობა მიმეცა“ – ამბობს მარიანა  ვარდინოიანი პრესასთან ინტერვიუში.

იგი დაქორწინებული იყო ცნობილ ბიზნესმენ ვარდის  ვარდინოიანზე, Motor Oil-ის პრეზიდენტსა და გემთმფლობელზე და ჰყავდათ ხუთი შვილი.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *