დღეს 12:00-დან 17:00 საათამდე აკრძალულია ყოველგვარი გარე სამუშაოს შესრულება და მიწოდების სერვისის ფუნქციონირება
შრომის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეგულაციის საფუძველზე და მინისტრის, ადონის გეორგიადისის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გამო დღეს, ოთხშაბათს, 12 საათიდან 17 საათამდე აკრძალულია ყველა სახის გარე სამუშაოს შესრულება და განსაკუთრებით მიტანის სერვისით სარგებლობა იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური სიცხე იქნება.
განსაკუთრებით მიტანის სერვისებთან დაკავშირებით, მინისტრი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ საათებში შესაბამის ელექტრონულ პლატფორმებს ეკრძალებათ მიტანის შეკვეთების მიღება.
ამასთან, ადონის გეორგიადისი Twitter-ზე თავის პოსტში აღნიშნავს, რომ შემოწმებები იქნება უწყვეტი და ჯარიმები ძალიან მაღალი და აცხადებს, რომ დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება აბსოლუტური პრიორიტეტია.
“ზომებს თუ დაიცავთ, ყველაფერი კარგად იქნება და კიდევ ერთი მძიმე დღე გაივლის“, -აღნიშნავს მინისტრი თავის პოსტში.
