ხანძარი როდოსში: კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
სამოქალაქო დაცვის გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით ამ დროისთვის მთელ როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა უკონტროლო ხანძრის გამო რომელიც კუნძულს უკვე 9 დღეა წვავს.
აქამდე საგანგებო მდგომარეობაში კუნძულის სამხრეთი ნაწილი რჩებოდა, სადაც ყველაზე დიდი ფრონტი მძვინვარებს, ხანძრის მუდმივი აფეთქებით.
დღეს ვატსა და არხაგელოში ორი ახალი კერა გაჩნდა, სამშაბათს ღამით კი ხანძარი გენადიდან, სოფლებში ლახანიასა და მესანაგროში გადავიდა, 112-ის გამაფრთხილებელი შეტყობინების შემდეგ კი რამდენიმე უბნის ევაკუაცია გამოცხადდა.
მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო ბრიგადის სახმელეთო ძალები და მოხალისეთა მრავალი ჯგუფი თავდაუზოგავ ბრძოლას აწარმოებდნენ ცეცხლთან, ახერხებდნენ ფრონტის შეზღუდვას, ხოლო დილიდანვე დაიწყეს ოპერაციები საჰაერო საშუალებების ჩართვით.
Facebook Comments Box
