Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

კითირა:ზღვაში 45 ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს

შემზარავი სანახაობის წინაშე დადგა კუნძულ კითირას პორტის ადმინისტრაცია, როდესაც  დიაკოპტის მიდამოში, ზღვაში 45 ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს.

აღმოჩენილი ნაშთები შეაგროვეს და საპატრულო გემით ნეაპოლის ვიონის პორტში გადაიტანეს, შემდეგ მოლაოს სამედიცინო განყოფილებაში ლაკონიაში, იქიდან კი ისინი გადატანილი იქნა ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო ექსპერტიზისა და ტოქსიკოლოგიურ  ლაბორატორიაში, ანთროპოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად.

აღნიშნულ  ფაქტზე წინასწარი გამოძიების დაწყებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვაზე პასუხისმგებლობა ნეაპოლის ვიონის საპორტო ადმინისტრაციის კითირას მე-2 საპორტო დეპარტამენტმა აიღო.

ამ დრომდე დაუდგენელია ადამიანთა აღმოჩენილი ნაშთების წარმომავლობა და მათი გარდაცვალების მიზეზები.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *