Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ზოგიერთი ოფიციალური პირი ეჭვობს, რომ ხანძრების გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია

ზოგიერთი ოფიციალური პირისა  და საბერძნეთის სახანძრო დეპარტამენტის ადგილობრივი წევრების მიერ გაჩნდა ვარაუდი, რომ საბერძნეთში მძვინვარე ტყის ხანძრები შესაძლოა გამოწვეული იყოს განგებ ცეცხლის გაჩენის შედეგად.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლება და მაშველები აგრძელებენ ქვეყნის ნაწილებში დამანგრეველ ტყის ხანძრებთან ბრძოლას, სულ უფრო იზრდება ვარაუდები, რომ ხანძრების გამომწვევი მიზეზი სულ მცირე, შეგნებულად გაჩენილი ცეცხლია.

უზარმაზარი ფართობი დაიწვა კუნძულებზე კორფუზე, როდოსზე და ევიაზე. ტყის ხანძრები სასიკვდილო აღმოჩნდა- სამშაბათს, ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავის კაპიტანი და მეორე პილოტი დაიღუპნენ როდესაც მათი თვითმფრინავი კუნძულ ევიაზე, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობის დროს ჩამოვარდა.

თეოფანოს სკემბრისი, ჩრდილოეთ კორფუს მერის მოადგილე, გამოეხმაურა ამ ვარაუდს და მხარი დაუჭირა მტკიცებას, რომ ოთხი ხანძარი “ერთდროულად დაიწყო”.

პრესასთან  საუბრისას ბ-ნმა სკემბრისმა კომენტარი გააკეთა: ”ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მაგრამ მათი პირველი არაოფიციალური ვარაუდი არის, რომ ეს იყო ცეცხლის წაკიდება – ხანძარი არ შეიძლება ერთდროულად გაჩნდეს ოთხ სხვადასხვა ადგილას. კუნძულზე ახლა უკეთესი მდგომარეობაა, ხანძრის უმეტესობა კონტროლს ექვემდებარება. ეხმარებიან სახანძრო თვითმფრინავები. მჯერა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება“-ამბობს იგი.

კორფუს მერის მოადგილე ტურიზმისა და მშენებლობის საკითხებში, ასევე იმეორებს განწყობას, რომ ტყის ხანძრები გამოწვეული იყო ადამიანების მიერ, რომლებიც  “სიამოვნებას იღებენ სხვა ადამიანების ტანჯვით”.

მსგავსი ეჭვები გაჩნდა კუნძულ როდოსზე გაჩენილ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით.

როდოსის სახანძრო დეპარტამენტის სპიკერმა, ვასილის ვათრაკოიანისმა ადგილობრივ მედიასაშუალებებთან საუბრის დროს თქვა, რომ „ხანძარი ადამიანის ხელით ჩნდება“.

„დაუდევრობის გამო ხდება ეს თუ თაღლითობის გამო, გამოჩნდება, როგორც კი გვექნება სრული ინფორმაცია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ გავაკეთებთ განცხადებებს”-ამბობს ის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *