Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

წარმოუდგენელი ტრაგედია კატერინში: ტრაგიკულად დაიღუპა 38 წლის ქალი-მანქანას, რომელსაც ის მართავდა, ცეცხლი გაუჩნდა

წარმოუდგენელი ტრაგედია  მოხდა შაბათს, ნაშუადღევს კატერინში. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 38 წლის ქალი, სამი შვილის დედა, რომელიც საკუთარ მანქანაში ცოცხლად დაიწვა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მანქანას, რომელსაც ქალი მართავდა, ფარმაკის ქუჩაზე მოძრაობისას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა.  მანქანა ნარჩენების გადასამუშავებელი ურნის გვერდით გაჩერდა, მაგრამ ქალმა ვერ შეძლო გადმოსვლა და ცეცხლში გახვეული საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მყოფი გამვლელები შეეცადნენ დახმარებოდნენ ქალს, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან მანქანა სწრაფად აალდა.

ისინი ცეცხლმაქრებით ხელში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ უკვე გვიანი იყო და მცდელობას აზრი არ ჰქონდა. 38 წლის ქალი მანქანაში დაიწვა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *