Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალიმსოფლიო

ესპანეთი: ბისკაის ყურეში მცურავ იახტაზე ორი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

ესპანეთის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე მცურავი იახტიდან 70 მილიონი ევროს ღირებულების, დაახლოებით  ორი ტონა კოკაინი ამოიღო.

იახტის აღმოჩენა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ბისკაის ყურეში, უჩვეულოდ მიიჩნიეს, რადგან კოკაინის უმეტესობა ლათინური ამერიკიდან ევროპაში ჩვეულებრივ ესპანეთის დასავლეთ, ატლანტის სანაპიროზე მიდის.

13 მეტრი სიგრძის იახტა სახელწოდებით “Night Falls” ბრიტანეთის დროშის ქვეშ ცურავდა. იგი მდებარეობდა ქალაქ სანტანდერიდან დაახლოებით 30 საზღვაო მილის დაშორებით. ეკიპაჟის ოთხი წევრი, ესპანელი, კოლუმბიელი და ორი ვენესუელელი დააკავეს.

ესპანეთის პოლიციის, საბაჟოსა და გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაცია ეფუძნებოდა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საზღვაო  ოპერატიული ცენტრის მიერ მიღებულ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე მოეწყო საჰაერო და საზღვაო ძებნა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებით დატვირთული იახტის აღმოჩენა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *