Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
მსოფლიოჯანმრთელობა

ვეგანი ინფლუენსერი 39 წლის ასაკში ექსტრემალური დიეტის შემდეგ გარდაიცვალა

რუსი ვეგანი და გავლენიანი ბლოგერი, რომელიც ინტერნეტით ექსტრემალური დიეტების სავარაუდო სარგებლის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად ტროპიკული ხილისა და წვენებისგან შედგებოდა, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჟანა სამსონოვას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი, რომელიც 21 ივლისს მალაიზიის საავადმყოფოში გარდაიცვალა, არ გამოცხადებულა. გარდაცვლილის დედამ შვილის ტრაგიკული სიკვდილი ქოლერის მსგავსი სიმპტომებით ინფიცირებას მიაწერა, მაგრამ როგორც მისი მეგობრები ამტკიცებენ, 39 წლის ქალის სიკვდილის მიზეზი ექსტრემალური კვებითი ჩვევები გახდა- როგორც აღნიშნავენ, ის ფაქტიურად შიმშილობდა.

სამსონოვა საკმაოდ აქტიური იყო ინსტაგრამზე და TikTok-ზე  და თავის მიმდევრებს მისი დიეტის ფოტოებსა და ვიდეოებს უზიარებდა რამაც, მისი თქმით, ჯანმრთელი და უფრო ახალგაზრდა და ლამაზი გახადა. Telegraph-ის ცნობით, ქალბატონი, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ამტკიცებდა, რომ ექვსი წელი არ სვამდა წყალს და შეცვალა იგი ხილითა და წვენებით. იგი ამაყობდა, რომ მთლიანად გამორიცხა რაციონიდან მარილი, ზეთი, ცილა და აცხადებდა მარხვას, როგორც დაავადებასთან გამკლავების გზას. ამტკიცებდა, რომ მისი დახმარებით იგი „განიკურნა Covid-19-ისგან“.

რუსულ პრესასთან საუბრისას სამსონოვას მეგობარმა ქალის გამომეტყველებას და გარეგნობას “საშინელი” უწოდა. “მართალი გითხრათ შემეშინდა, როცა მას შევხედე. ხელები ძალიან წვრილი ჰქონდა, როგორც ჩემი 12 წლის დას.. უხაროდა, როცა საკვებზე კომპლიმენტებს იღებდა, ხშირად დარბოდა, იღებდა სურათებს“.

როდესაც სამსონოვა პირველად დაინტერესდა ჯანსაღი კვებით, მისი ჩვევები არც თუ ისე ექსტრემალური იყო. ის მოიხმარდა თევზს და რძის პროდუქტებს. თუმცა, დროთა განმავლობაში, შეზღუდვები, რომელიც მან საკუთარ თავს დაუწესა, სულ უფრო მკაცრი ხდებოდა.

მხოლოდ ხილის, წვენების და სმუზის მიღებით, მან თანდათან დაიწყო წონის კლება, როგორც ეს მისი ონლაინ ფოტოებიდან ჩანს.

ვეგანური დიეტის გარდა, 39 წლის ბლოგერი მიმართავდა მშრალი მარხვის პრაქტიკას (სრული მარხვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში წყლის გარეშე) და ამტკიცებდა, რომ ეს დაეხმარა მას ინფექციების და დაავადებების დაძლევაში.

მისმა ცხოვრების წესმა ქალს სამშობლოში გაუცხოება აგრძნობინა. თავის ბლოგზე რუსეთში ვიზიტის აღწერისას აღნიშნა,რომ მისთვის რთული იყო სამშობლოში ცხოვრება, რადგან იქ მხოლოდ ანანასის წვენის დალევა შეეძლო და ყველა ფიქრობდა, რომ ის შეშლილი იყო.

„მე ვგრძნობ თავს, როგორც იესო, რომელიც არ აღიარეს და ჯვარს აცვეს, რადგან სურდა ხალხისთვის ცოდნა და სინათლე მოეტანა“, – წერდა ის ინსტაგრამზე.

სამსონოვას დედა საზოგადოებას მოუწოდებს შეწყვიტონ სოციალურ ქსელებში მის ქალიშვილზე ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება- “ის მკვდარია, აღარ არსებობს… შეწყვიტეთ მასზე ცუდის წერა, ეს მტკივნეულია, მან თვითონ აირჩია ეს გზა. მრავალი წელი ვიბრძოდი, მაგრამ არ მომისმინა”- ამბობს 63 წლის ვერა სამსონოვა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *