ლარისა: ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი პოლიციელის მდგომარეობა მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში კრიტიკულია
საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ლარისაში მომხდარმა ოჯახური ძალადობის შოკისმომგვრელმა ფაქტმა, როდესაც 40 წლის პოლიციელ ქალს ქმარი სასტიკად გაუსწორდა, რის შედეგადაც ის მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ქალაქის საუნივესტიტეტო კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ოჯახში გამთენიისას დაიწყო, როდესაც პოლიციელმა ქმარს განქორწინება სთხოვა, რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია.
მოძალადემ, რომელიც ლარისაში მდებარე ცნობილი ტავერნის მფლობელია, მისი ლანძღვა დაიწყო, კონტროლი დაკარგა და გააფთრებულმა დაარტყა ქალს სახის არეში და მუცელში.
მეზობლებმა ქალის ყვირილი გაიგონეს და პოლიცია გამოიძახეს, რის შედეგადაც ქმარი დააკავეს.
ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი პოლიციელი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის მძიმე მდგომარეობაშია თავისა და მუცლის არეში მძიმე დაზიანებებით და დარტყმის შედეგად კბილები აქვს ჩამტვრეული.
დაზარალებულს თირკმელების ოპერაცია გაუკეთდება და მომდევნო რამდენიმე საათი მისი ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად ითვლება .
ადამიანები, რომლებიც იცნობენ წყვილს, რომლებსაც ორი შვილი ჰყავთ, ამბობენ, რომ ეს იყო ურთიერთობა, რომლის დროსაც ოჯახში ძალადობის შემთხვევებს ინტენსიური სახე ჰქონდა.
ამბობენ, რომ ბიზნესმენი წარსულში ცოლზე მუდმივად ძალადობდა და სწორედ ამიტომ ითხოვდა ქალი მასთან განქორწინებას, თუმცა შემდეგ მათ ერთობლივად გადაწყვიტეს ქორწინებისთვის მეორე შანსი მიეცათ და ბოლო დროს ერთად ცხოვრობენ.
ბიზნესმენი ოჯახში ძალადობისა და სხეულის სახიფათო დაზიანების ბრალდებით დააკავეს, მას ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა.
