Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კოსი: იპოვეს არქეოლოგიური სიძველეები, რომელიც სახლის მშენებლობისთვის გამოიყენეს-დაკავებულია ორი პირი

კოსზე ნარკოტიკებისა და სიძველეების შენახვისთვის ორი მამაკაცი დააკავეს, ამოღებულია 163 გრამი კანაფი და 42 უძველესი ნივთი.

კერძოდ, ორ აგვისტოს, კუნძულ კოსზე უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს, რომელთა მიმართაც საქმე მუქარის, არქეოლოგიური სიძველეებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით აღიძრა.

დაკავებულთა საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოჩენილია და ამოღებულია უძველესი არქეოლოგიური ნივთების 42 ნაწილი, რომელთაგან 10 სახლის სამშენებლო მასალად ჰქონდათ გამოყენებული და 163 გრამი ნედლი კანაფი.

ჩამორთმეული უძველესი ნივთები ექვემდებარება არქეოლოგიურ სიძველეთა შესახებ კანონის დამცავ დებულებებს და შემდგომი შეფასება-დათარიღებისთვის სიძველეთა კომპეტენტურ სამსახურს გადაეცემა.

დაკავებულები კოსის  პროკურატურაში გადაიყვანეს.

საქმეს სამხრეთ ეგეოსის პოლიციის, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის სპეციალური ოპერატიული განყოფილება იძიებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *