Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი ულტრა თანამედროვე იახტით კუნძულ ფოლეგანდროს ესტუმრნენ

კუნძულ ფოლეგანდროს საფრანგეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მეუღლესთან ერთად ეწვია.

ადვილი მისახვედრია, რომ მის ვიზიტს ციკლადების ამ ულამაზეს კუნძულზე შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. ამის დასტურია მისი ხალისიანი სამახსოვრო ფოტოები ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, ტურისტებთან და ასევე ფოტოზე გამოსახულ ადგილობრივ ბიზნესმენთან ერთად.

საფრანგეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ფოლეგანდროსზე 42,50 მეტრი სიგრძის ულტრა ძვირადღირებული იახტით „M/Y LIBRA Y“  ჩავიდა, რომელსაც აქვს 5 კაბინა და ათამდე ადამიანს იტევს.

ყოფილ პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან, 90-იანი წლების ტოპ მოდელ, კარლა ბრუნისთან ერთად იახტაზე კიდევ 7 ადამიანი, პირადი დაცვის წევრები და მომსახურე პერსონალი იმყოფება.

მათი საბერნეთში ყოფნის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა მომღერალმა, ანდრეას ბონაცოსმა გაავრცელა, რომელიც ბოლო წლებში კუნძულზე ნიკოლას თეოდოროუს ერთ-ერთ, სახლის ნივთების და ხელნაკეთი სამკაულების მაღაზიას ფლობს. წყვილი მუსიკოსის მაღაზიაში ხალხის დიდი ჯგუფის თანხლებით იმყოფებოდა.

”მე გამიმართლა, რომ ვლაპარაკობ რამდენიმე უცხო ენაზე, ამიტომ საფრანგეთის ყოფილ პირველ წყვილთან კონტაქტი გამიადვილდა.   სიმართლე ისაა, რომ კარლა ბრუნის დიდი ხნის წინ ვიცნობდი, როცა ის მოდიოდა ვასილიოს კოსტეცუს შოუებზე.

ჩვენ საინტერესო საუბარი გვქონდა, მე ვუთხარი რომ საფრანგეთში ვსწავლობდი და მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. კარლა ბრუნი დიდი მოდის გამოფენაზე მოვიწვიე, რომელიც ზამთარში გაიმართება საფრანგეთში, სადაც ნიკოლას თეოდორუს სამკაულებით მივიღებთ მონაწილეობას. ისინი ძალიან მეგობრულები იყვენენ, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და სასიამოვნო საღამო გავატარეთ”- აღნიშნა მომღერალმა.

ნიკოლა სარკოზი და მისი მეუღლე პირველად არ არიან საბერძნეთში. ბოლო წლებში ისინი ხშირად ჩამოდიან ქვეყანაში დასასვენებლად, რომელსაც როგორც “სამოთხეს დედამიწაზე” ახასიათებენ.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *