Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

იშვიათი მოვლენა: წყლის ტორნადო ეგინია პიერიაში

იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენი ეგინიო პიერიაში მცხოვრებმა დღეს, 10 აგვისტოს დააფიქსირა. ამინდის გაუარესების შემდეგ მოულოდნელად, არსაიდან, ცაში წყლის ტორნადო გამოჩნდა. მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე განმარტებულია, რომ ტორნადო ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ფონზე ჩამოყალიბდა.

წყლის ტორნადოები ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო მეტად შეინიშნება საბერძნეთში.  იგი განისაზღვრება  როგორც ჭექა-ქუხილის დროს  წყლის და ჰაერის კონტაქტისას წარმოქმნილი მორევი, რომელიც ცაში “კიდია” და ხშირ შემთხვევაში იწვევს მატერიალურ ზიანს. რამდენიმე ტორნადომ გამოიწვია ადამიანების სიკვდილის რისკი მიათან ახლოს გავლისას.

ჰაერის ამ მბრუნავ მორევს, როდესაც ის ხმელეთზე ჩნდება, ტორნადო ეწოდება (ინგლისურად ეს ტერმინი გვხვდება როგორც Tornado, ხოლო წყლის ზემოთ – Waterspout).

წყლის ტორნადოები უფრო სუსტია, ვიდრე ხმელეთის და მათი გადაადგილების სიჩქარე ერთი წერტილიდან მეორეზე გაცილებით ნელია. მათი დიამეტრი 3-დან 50 მეტრამდე მერყეობს და ძალიან იშვიათად შეიძლება მიაღწიოს 100-150 მეტრს, ხოლო მათი „სიცოცხლის დრო“ თითქმის ყოველთვის მხოლოდ რამდენიმე წუთია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *